სალომე კალანდაძემ 2011 წელს დაამთავრა კავკასიის სამართლის სკოლა და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი. მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ჩააბარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. სალომე 2013 წლიდან არის ლიცენზირებული ადვოკატი (სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია) და პატენტრწმუნებული. სალომეს აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც იურიდიული, ასევე მენეჯმენტის მიმართულებით. 2015 წელს, სალომემ საფუძველი ჩაუყარა ახალგაზრდა იურისტებისგან შემდგარ, ენთუზიაზმით, მონდომებით, ენერგიით, ახალი იდეებითა და შემართებით სავსე SOM LEGAL- ის გუნდს.
კომპანიის შესახებ
SOM Legal იურიდიული კომპანიაა, რომელიც დაინტერსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სთავაზობს კვალიფიციურ იურიდიულ მხარდაჭერას სამართლის სხვადასხვა დარგში.
კომპანია დაფუძნდა 2015 წელს, მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ადვოკატებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ.
კომპანიის, როგორც საიმედო პარტნიორის, მთავარი უპირატესობა კომფორტული, დროული, თანმიმდევრული სერვისის მიწოდება და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნაა, არსებული ძლიერი სამართლებრივ-კულტურული ურთიერთობის ჯაჭვის მეშვეობით. აღნიშნული მიიღწევა საკითხისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით და პრაქტიკული სამართლებრივი გადაწყვეტილებების შეთავაზებით.
კომპანია სპეციალიზირებულია საქართველოს კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში და მომხმარებლებს უწევს სრულფასოვან იურიდიულ მომსახურებას, რომელიც ორიენტირებულია მათი საქმიანობის და ინტერესების მხარდაჭერაზე.
კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი, კონფიდენციალობა და პასუხისმგებლობა კომპანიის მთავარი ღირებულებებია, რაც ხარისხის გარანტი და საქმიანობის წარმატების ფორმულაა.
